რეგიონი
გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით აფხაზეთში ტესტირება 213 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 69-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამ ეტაპზე, კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში სულ 72 ადამიანი მკურნალობს, აქედან 15 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში ბოლო ორი დღის განმავლობაში 3 პაციენტი - 76 და 79 წლის მამაკაცები და 57 წლის ქალი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 191 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 49 008, ხოლო გარდაიცვალა 675 ადამიანი.



Print