რეგიონი
სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევაა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსი 21 ადამიანს დაუდასტურდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 4 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 708 პირი ემსხვერპლა.
Print