რეგიონი
აფხაზეთში 679-მდე გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის მონაცემებით აფხაზეთში ტესტირება 78 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 12-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე ცნობით, რეგიონის კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 44 ადამიანი მკურნალობს, აქედან 10 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 341 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 49 887, ხოლო გარდაიცვალა 679 ადამიანი.


Print