რეგიონი
აფხაზეთში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევაა
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, გასული დღე -ღამის განმავლობაში აფხაზეთში ტესტირება 134 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 33-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამავე ცნობით, რეგიონის კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 45 ადამიანი მკურნალობს, აქედან 7 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 374 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 50 013, ხოლო გარდაიცვალა 679 ადამიანი.




Print