რეგიონი
კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევაა სამეგრელო-ზემო სვანეთში
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით სამეგრელო-ზემო სვანეთში - 63, ქვეყნის მასშტაბით კი 698 ადამიანი დაინფიცირდა.

გასული დღე - ღამის განმავლობაში ვირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელდა 1 036 ინფიცირებული, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 622 432 -ს შეადგენს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ ათი პირი, სულ დაავადებას 16 730 ინფიცირებული ემსხვერპლა.
Print