რეგიონი
კორონავირუსი სამეგრელოში კიდევ 23 ადამიანს დაუდასტურდა
გასული დღე - ღამის განმავლობაში სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსი 23 პირს დაუდასტურდა.

სულ ქვეყნის მასშტაბით კი გამოვლენილია 341 ახალი შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 445 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 009-მდე.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 517 საიდანაც, 3 090 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 770 პირი ემსხვერპლა.


Print