რეგიონი
სამეგრელოში კოვიდინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 51 ახალი დადასტურებული შემთხვევა. სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 95 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 637 293-მდე.

გასული დღე - ღამის განმავლობაში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 811 პირი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები ყოველკვირეულად შეჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს გამოქვეყნდება.


Print