რეგიონი
ეროვნულ ბიბლიოთეკაში გიგი სიჭინავას ნახატების პერსონალური გამოფენა გაიმართება
თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ზუგდიდელი მხატვრის გიგი სიჭინავას პერსონალური ნახატების გამოფენა გაიმართება.

ხელოვანის დედა,ნათია სახოკია ამბობს, რომ გიგის ნახატების გამოფენას ძალიან ბევრი მშობელი და გიგის გულშემატკივარი ელოდება.

"ჩვენ დისტანციურად ვიცნობთ ძალიან ბევრ ადამიანს, გვწერენ გიგის ოფიაციალურ ფეისბუქ გვერდზე, მწერენ იმასაც, გაიყიდება თუ არა მისი ნახატები, გახარებულია თვითონ, ძალიან ბევრი მშობელი ელოდება გიგის გამოფენას თბილისში, ამ მომართვიანობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ გამოფენასთან ერთად გაყიდვაც შეგვეთავაზებინა სტუმრებისთვის", - გვითხრა ნათიამ.
ნათია სახოკია და გიგი სიჭინავა

მისი თქმით, ეროვნულ ბიბლოთეკაში გიგის 50 - მდე ბოლო ორი წლის ნამუშევრები გამოიფინება და დაინტერესებულ პირებს ნახატების შეძენაც შეეძლბათ.

ახალგაზრდა მხატვარი ახლა მუშაობს ავტოპორტეტზე, რომელიც ერთ - ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა მისთვის.

გამოფენა 16 სექტემებრს გაიხსნება და 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.

გიგი სიჭინავა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ახალგაზრდაა. მას საკუთარი სახელოსნოც აქვს, რომელიც მშობლებმა გაუხსნეს.

თბილისში გიგის პირველი პერსონალური გამოფენა 2017 წელს მოეწყო.

Print