კულტურა
რომან თოლორდავას წიგნის პრეზენტაცია MEGOბარში (ვიდეო)

ფოტოგრაფმა რომან თოლორდავამ საკუთარი საიმიჯო წიგნის “საოცარი საქართველო - სამეგრელო-ზემო სვანეთი“ შესახებ დღეს ზუგდიდში

სოციალურ ბარ MegoBar-ში გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, წიგნში ასახულია 4-5 წლის განმავლობაში დაგროვებული სამეგრელო-ზემო სვანეთის სხვადასხვა ღირსშესანიშავი და ტურისტებისთვის ნაკლებად ცნობილი ადგილები.

 




„წიგნის მთავარი თემა არის გამოკვეთილი, განსაკუთრებული და გამორჩეული ადგილების წარდგენა იმ აუდიტორიის წინაშე ვისაც აინტერესებს საქართველო. ყველა საიმიჯო წიგნი ეხმარება ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, ეს არის ძალიან კარგი ვიზუალური მასალა რომელიც იწვევს დაინტერესებას, რასაც მოყვება შედეგი“ - აღნიშნა მან.




ფოტოგრაფი ამბობს, რომ რეგიონში მრავლად არის ისეთი ადგილები, რომელთა არსებობის შესახებაც  ჯერ ბევრმა არ იცის. მისივე თქმით გადაღებული ათასობით ფოტოდან საბოლოოდ არჩევანი რედაქციამ 150 ფოტოზე შეაჩერა.



„წიგნი სტამბულში დაიბეჭდა. საქართველოში ჩამოტანისთანავე დააინტერესა საზოგადოება, ტურისტები და ჩემი უცხოელი მეგობრები, მათ შორის ფოტოგრაფები. იმედი მაქვს, რომ ეს წიგნი ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს უფრო აამაღლებს“, - თქვა თოლორდავამ.



აღნიშნული წიგნი ფოტოგრაფის უკვე მეორე ნამუშევარია.


 

 

Print