საზოგადოება
ევროპარლამენტარები საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ითხოვენ
ევროპარლამენტმა საქართველოსა და უკრაინისთვის ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლების მიცემის მოთხოვნით ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც 31 პარლამენტარი აწერს ხელს ავტორები შესაბამისი მოთხოვნით ევროპარლამენტის ლიდერებს, ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს, საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარ ფედერიკა მოგერინის და სხვებს მიმართავენ.
დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინისთვის და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება გამოხატავს ევროკავშირის ჭეშმარიტ ძალისხმევას აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ. ეს გადაუდებელია იმ უზარმაზარი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და პროპაგანდისტული ზეწოლის ფონზე, რომელიც ევროკავშირის ასოცირებულ პარტნიორებზე ხორციელდება. მეტიც, ეს გააძლიერებს უკრაინისა და საქართველოს გამბედაობას იმისთვის, რომ გააგრძელონ რეფორმები და მოახდინონ დემოკრატიული ცვლილებები ქვეყანაში", - ნათქვამია წერილში. ევროდეპუტატები მიიჩნევენ, რომ უკრაინელ და ქართველ ხალხს უკვე მომავალ წელს შეეძლებათ, უვიზო რეჟიმის ბენეფიციარები გახდნენ.
Print