საზოგადოება
მთავრობამ საპატრიარქოს მესტიაში მიწა უსასყიდლოდ გადასცა
საქართველოს მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას მესტიაში მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები უსასყიდლოდ გადასცა.  შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, ეკლესიას უსასყიდლოდ გადაეცა დაბა მესტიაში მდებარე 1 124 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.

განკარგულების შესრულება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველჰყოს.

Print