საზოგადოება
რას გეგმავს კახიშვილი მსჯავრდებულების ფილტრაციის მიზნით
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილის განცხადებით, 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულებისთვის ცალკე დაწესებულების აშენება იგეგმება.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, შესაბამისი პროექტი უკვე არსებობს.

"საჭიროა მსჯავრდებულების ფილტრაცია. კონკრეტულად ერთი დღე ბიოლოგიურად არაფერს ცვლის ადამიანების ცხოვრებაში. 14-დან 18 წლამდე ადამიანი იმყოფება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის დაწესებულებაში და 18+1 დღე და უნდა გადავიდეს სხვა დაწესებულებაში, ეს, რა თქმა უნდა, ვერ შეუწყობს ხელს მსჯავრდებულების რესოციალიზაციას, ამიტომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულთათვის ცალკე დაწესებულების აშენება, სადაც ამ ასაკის ადმიანებს მიეცემათ საშუალება, უფრო აქტიურად ჩაერთონ რესოციალიზაციის საკითხებში", - აღნიშნა კახიშვილმა.
Print