საზოგადოება
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მალის მისიაში ჩაერთვებიან
მალიში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები იანვრის თვიდან გაემგზავრებიან.
ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომელმაც დეპუტატებს ინფორმაცია ქართველი სამხედროების სხვა სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის შესახებაც მიაწოდა.

„ცენტრალურ აფრიკაში მისიას ვაგრძელებთ, ავღანეთში ვაგრძელებთ, იმავე რაოდენობით, რაც გვყავდა. თუ რამე ცვლილება იქნება, პირველ რიგში პარლამენტის თანხმობა დაგვჭირდება და თქვენს გარეშე ამას ვერ გავაკეთებთ“, - განმარტა ხიდაშელმა.

Print