საზოგადოება
ფოტოკონკურსი "სანტას მოლოდინში" - გამარჯვებულების დაჯილდოვება (ვიდეო)
რადიო ,,ათინათის" ინიციატივით 2015 წლის 3 დეკემბერს დაიწყო ფოტოკონკურსი თემაზე ,,სანტას მოლოდინში"". ფოტოების მიღება შეწყდა 31 დეკემბერს 00:00 საათზე.

კონკურსის დაჯილოდება გაიმართა ბავშვთა და მოზარდთა გასართობ ცენტრ ,,ნუკლენდ""-ში, სადაც კონკურსანტები მშობლებთან ერთად იყვნენ მოწვეული.
რადიო ,,ათინათმა" ფოტოები მოწვეულ ჟიურის წევრებს - ფოტოგრაფთა ასოციაციის ხელმძღვანელს კახა ფხაკაძეს , ზუგდიდის მეოთხე სკოლის დირექტორს ნათია ხუფაცარიას, ასევე ფოტოგრაფებს - ლევან გაბეჩავას, რომან თოლორდავას, გოგა ჩანადირს შეაფასებინა.

რადიო ,,ათინათის" ფეისბუქ გვერდზე სულ 100 საკონკურსო ფოტო გამოქვეყნდა.
გამოვლინდა რამდენიმე გამარჯვებული :

1.  Like  რაოდენობით - ნიკოლოზ ძაძამია
2. "ჟიურის რჩეული" - მურატ ივანოვი, დესპინე ჭაჭუა 
3. სპონსორების და რადიო "ათინათის" რჩეულები - მარიამ გაბელია, მარიამ ბერანძე, ანა მიქავა, ანზორიკო კალაიჯიშვილი, საბა და ლუკა შამუგიები,ილია ჩომახია,ანასტასია მიქაძე,დესპინე ჭაჭუა, ანდრია და ილია თორდიები.

ფოტო კონკურის გენერალური სპონსორი იყო ,,ჯიჯი კრედიტი"" და ,,ბენი ბიტო""
ფოტოკონკურსის პარტნიორები:
სუპერმარკეტი ბიგ 04
სათამაშოების მაღაზია ,,ბაბილინა"
კომპანია ,,როშენი"
სათამაშოების მაღაზია "თოილენდი"
მაღაზიათა ქსელი ,,ალტაოქეი"
რესტორანი ,,არგო"
ბავშვთა და მოზარდთა გასართობი ცენტრი ,,ნუკლენდი".

,,ათინათი" მადლობას უხდის კონკურსის მონაწილეებს და მხარდამჭერებს.

რადიო მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა ტიპის, კონკურსების ჩატარებას.  

"სანტას მოლოდინში" - დაჯილდოება

Print