საზოგადოება
სირიაში საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა
სირიაში საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე - სოფელ ბირკიანის მკვიდრი 24 წლის რამზან ფარეულიძე და სოფელ ომალოს მკვიდრი 22 წლის მუხმად თურქოშვილი დაიღუპნენ. ისინი სირიაში დაახლოებით ერთი წლის წინ ჩავიდნენ.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ექსტრემისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფო“ რიგებში იბრძოდნენ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში სირიაში საქართველოს 14 მოქალაქე დაიღუპა.

Print