საზოგადოება
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.4445 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.4445 ლარი გახდა. დღეს ერთი დოლარის შეძენა 2.4317 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0128 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6635 ლარად იქნება შესაძლებელი. დღეს მოქმედი კურსი მიხედვით, ერთი ევრო 2.6583 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0052 ლარი შეადგინა.

Print