საზოგადოება
“რა გაწუხებთ?'' - ჯანდაცვის სამინისტროს ერთთვიანი გამოკითხვა
ჯანდაცვის სამინისტრო "გლობალურ ალიანსთან" ერთად მოსახლეობის საჭიროებებზე ერთი თვის განმავლობაში გამოკითხვას - "რა გაწუხებთ" ჩაატარებს.

სამინისტრო ახალ სოციალურ ინიციატივას მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით განახორციელებს.
გამოკითხვა დღეიდან სპეციალური კითხვარების საშუალებით დაიწყო.

ინტერნეტმომხმარებლეს კითხვარის შევსება ვებგვერდზე: www.1505.ge შეეძლება. კითხვარები დარიგდება ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებშიც.

Print