საზოგადოება
„მომავლის თაობის“ ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა (ვიდეო)
მარტვილში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში „სხივი“, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. 

შეხვედრაზე პროგრამაში ჩართულმა პარტნიორმა სკოლებმა მათ მიერ განხორციელებული ინიციატივების, პროექტების და ღონისძიებების პრეზენტაციები წარმოადგინეს.

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ამერიკული ორგანიზაციის PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ხოლო სამეგრელოს რეგიონში ასოციაცია „ათინათის“ მიერ ხორციელდება.
Print