საზოგადოება
„ათინათმა“ დასაქმების პროგრამის პირველი ეტაპი შეაჯამა (ვიდეო)
ასოციაცია „ათინათმა“ დასაქმების პროგრამის პირველი ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. შეხვედრას პროგრამის მონაწილეები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საბანკო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

დასაქმების პროგრამა პროექტის - „LIFE-GEORGIA ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია უმუშევარი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის შრომის ბაზარზე ინტეგრაცია და დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება.

პროგრამის პირველ ეტაპში სულ 23 მონაწილე ირიცხებოდა. აქედან 12 მათგანმა პროგრამის სრული კურსი გაიარა და შესაბამისი სერთიფიკატი მიიღო. მათ შორის, 7 მონაწილე დასაქმდა.

პროექტს -  „LIFE-GEORGIA ("საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში, იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელსეწყობის გზით“) ევროკავშირის ფინანსური მხადაჭერით ორგანიზაციათა კონსორციუმი ახცორციელებს: ფონდი "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ", ასოციაცია " ათინათი", "სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის", "განათლება დემოკრატიისთვის", საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი და სამართლებრივი დახმარება საქართველო".

Print