საზოგადოება
უშგულის გზა გაიხსნა - სოფელში ჩარჩენილი 30 კაციანი ჯგუფი გამოყვანილია
კალა-უშგულის გზა გაწმენდილია. უშგულში, დიდთოვლობისა და გზაზე ჩამოწოლილი ზვავების გამო   ჩარჩენილი 30 კაციანი გადამღები ჯგუფი მესტიის მიმართულებით დაიძრა. როგორც რადიო "ათინათს" სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს, ისინი სასაზღვრო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის მეთვალყურეობით მგზავრობენ. ჯგუფთან ერთად იმყოფება მესტიის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანიც.

გადამღები ჯგუფის წევრები ამაღამ მესტიაში დარჩებიან, ხვალ კი თბილისში გაემგზავრებიან.

კალა-უშგულის მონაკვეთზე გაწმენდით სამუშაოებს კოორდინირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია უწევდა, რომელმაც პრობლემურ მონაკვეთზე დამატებითი ტექნიკა გააგზავნა.

მესტიის გამგებელი: „უშგულში ჩარჩენილი 30 კაციანი ჯგუფი წამლითაც და საკვებითაც უზრუნველყოფილია“
Print