საზოგადოება
ტელეკომპანია „მაესტროს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
"მაესტროს" პარტნიორთა კრებამ დირექტორის თანამდებობიდან ბაია გადაბაძე გაათავისუფლა და ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ „მაესტროს“ ერთ-ერთი მეწილის მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ ჟურნალისტებს მიაწოდა.

„პარტნიორებმა არ გაითვალისწინეს არც ერთი არგუმენტი და 55%-ის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატი დირექტორის თანამდებობაზე ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნას არალეგიტიმურად მიიჩნევს.

მისივე თქმით, ჯერ უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა ბაია გადაბაძე მიღებულ გადაწყვეტილებას.

Print