საზოგადოება
ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობა დაფინანსდება
ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დააფინანსებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტ „ჰერცეპტინით“ მკურნალობის ერთწლიანი კურსი დაახლოებით 50.000 ლარს შეადგენს, პროგრამის ამოქმედების შემდეგ ბენეფიციართა მხრიდან დანახარჯი 7.000 ლარამდე შემცირდება.
რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები მედიკამენტს რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 80%-იანი დაფინანსებით მიიღებენ.

ასევე, მინისტრის განცხადებით, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოქალაქეებითვის დამატებითი შეღავათები დაწესდება.

2016-2015 წლებში ძუძუს კიბო გლობალური პრიორიტეტია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში, ონკოლოგიურ პაციენტ ქალებში სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა.

Print