საზოგადოება
მაკა ასათიანი "მაესტროს" წილების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვს
ტელეკომპანია "მაესტროს" მეწილე მაკა ასათიანი საქალაქო სასამართლოს მიმართავს. როგორც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განუცხადა, ასათიანი სასამართლოს მიმართავს თხოვნით, რომ ბათილად იქნეს ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლითაც ებრალიძისგან და ჩიკვაიძისგან გაჩეჩილაძეზე ტელეკომპანიის 55 %-იანი წილი გადაფორმდა. ადვოკატის მტკიცებით, ეს არის თვალთმაქცური გარიგება და წილი რეალურად ირაკლი რუხაძემ შეიძინა.

"ამასთან ერთად, ეს ხელშეკრულება არის კანონსაწინააღმდეგო, რადგან დარღვეულია კანონის რიგი ნორმები, მათ შორის კონკურენციის შესახებ კანონი", - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, დღესვე სასამართლოს მიმართავს თხოვნით, შეაჩეროს ხელშეკრულებების მოქმედება და გაჩეჩილაძეს შეუჩერდეს პარტნიორის უფლებები. ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულზე გადაწყვეტილება სასამართლომ 24-საათიან ვადაში უნდა მიიღოს.

რაც შეეხება სარჩელს, გიორგი გვენეტაძის ინფორმაციით, მას გააჩნია დამატებითი მტკიცებულებები გარდა გუშინ გასაჯაროებული დოკუმენტებისა, თუმცა ისინი ჯერ კონფიდენციალურია.
Print