საზოგადოება
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების ნაწილში მოთოვს
დღეიდან აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დღეს ქარს ელოდებიან, აღმოსავლეთში კი ტემპერატურის ვარდნასთან ერთად ზოგან ნალექიც იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში ღამით -2-3 გრადუსი იქნება, დღისით 2-7 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოში კი ღამით ზოგან წვიმაა მოსადნელი, იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ტემპერატურა დღისით 12-17 გრადუსი იქნება.
მთაში ზოგან წვიმა და თოვლია მოსალოდნელი, მაღალმთაში მოთოვს.
Print