საზოგადოება
ევროკავშირმა 5G სუპერსწრაფი მობილური ინტერნეტის შექმნაზე დაიწყო მუშაობა
ევროკავშირმა 5G სუპერსწრაფი მობილური ინტერნეტ კავშირის შექმნაზე მუშაობის დაწყება გამოაცხადა.

"euronews.ge"-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ბარსელონაში მსოფლიო მობილურ კავშირთა კონგრესზე ციფრულ საკითხებში ევროკომისარმა გუნტერ ოტინგერმა ისაუბრა.

სამოქმედო გეგმა წლის ბოლოსთვის იქნება მზად და მის მომზადებაში საკომუნიკაციო, ენერგო, მედია და ავტოინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიები იქნებიან ჩართული.

აღსანიშნავია, რომ 90-იანი წლების დასაწყისში ევროკავშირი ტელეკომუნიკაციების სფეროში ლიდერობდა, თუმცა შემდეგ 4G ქსელების შემოღებასთან დაკავშირებით აშშ-ს და აზიის ქვეყნებს ჩამორჩა.

„ამჯერად ეს უპირატესობა უნდა დავიბრუნოთ“, - განაცხადა ოტინგერმა.

მისივე თქმით, ახალი 5G ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მაღალი რეზოლუციის ვიდეო ფაილები და ფილმები 6 წამში იქნას ჩამოტვირთული, განსხვავებით 4G ქსელისგან, რომელსაც ამისთვის 6 წუთი ჭირდება.
Print