საზოგადოება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დასრულდა
1 მარტს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, აკრძალულ პერიოდში ნადირობა ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს 500-700 ლარის ოდენობით, იმ შემთხვევაში თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, შესაძლოა პირის მიმართ დადგეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი ოფიცილურად15 აგვისტოს დაიწყო.

Print