საზოგადოება
სიმსივნე დამარცხებულია?!
ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ იპოვეს გზა, რითიც ადამიანის იმუნიტეტს აიძულებენ ეფექტურად შეებრძოლოს სიმსივნურ წარმონაქმნებს.

euronews.ge -ის ინფორმაციით, ამ მეთოდის მთავარი პრინციპია იპოვოს თითოეული სიმსივნური წარმონაქმნის „აქილევსის ქუსლი“ და მიმართოს მისკენ იმუნური სისტემა.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულ მეთოდზე საუბარი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ მხოლოდ ახლა შეძლეს ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მექანიზმის შემუშავება, რომლის საშუალებითაც სიმსივნის სტრუქტურაში სუსტი უბნების აღმოჩენა მოხდება.

ეს აღმოჩენა ითვალისწიებს ინდივიდუალურ მიდგომასა და გამოკვლევას სიმსივნის თითოეული კატეგორიისა და შემთხვევის მიმართ. პრაქტიკაში აღნიშნული მიდგომა ძალიან ძვირი იქნება. თუმცა, ამ ეტაპზე ეს ყველაზე დამაიმედებელი აღმოჩენაა.

უახლოესი 2 წლის განმავლობაში დაგეგმილია მეთოდის კლინიკური კვლევები. კვლევის წარმატების შემთხვევაში ქიმიოთერაპიას ვაქცინაცია ჩაანაცვლებს.

ექიმების თქმით, ახალი თერაპია ინდივიდუალური მკურნალობის სრულყოფილებას უზრუნველყოფს.

„ყოველი პაციენტისთვის მკურნალობის უნიკალური მეთოდი შემუშავდება“ – განაცხა ლონდონის უნივერსიტეტის სიმსივნის განყოფილების პროფესორმა ჩარლზ სოუნტონმა.
Print