საზოგადოება
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში ხვალ ტემპერატურის ვარდნას პროგნოზირებენ
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ორი დღის განმავლობაში იწვიმებს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში აცხადებენ.

დღეს და ხვალ დაბლობში წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლია მოსალოდნელი.ასევე  გაძლიერდება ქარი.

დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაეცემა და 9-14 გრადუსი იქნება, რაც შეეხება აღმოსავლეთს, აქ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება არ არის მოსალოდნელი.

7 მარტიდან 12 მარტამდე კი სინოპტიკოსები უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

Print