საზოგადოება
ეკლესია შენდობის კვირას აღნიშნავს
დღეს ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას - "შენდობის კვირას" აღნიშნავს. ამ დღეს მართლმადიდებლები ერთმანეთს პატიებას სთხოვენ და ცოდვებს სხვებსაც მიუტევებენ.

კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება.

წელს დიდმარხვა 14 მარტიდან დაიწყება და 1 მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

Print