საზოგადოება
ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3062 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3062 ლარია. ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0108 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5795 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.5738 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0057 ლარი შეადგინა.
Print