საზოგადოება
ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ზუგდიდში 31 მარტს განიხილავენ
საქართველოს რეგიონებში ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება.

საკონსტიტუციო ინიციატივას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია დღეს თელავში წარადგენს.

დაგეგმილია ასევე შეხვედრები - რუსთავში , ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთში, ახალციხეში, თბილისში, გორში, ყაზბეგში, მესტიაში, ამბროლაურში და ქუთაისში.

საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერით ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციის დონეზე განსაზღვრავს, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი.

Print