საზოგადოება
საქართველოს უმეტეს რაიონებში ხვალ იწვიმებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძემ აცხადებს, რომ დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს და დღის მეორე ნახევარში ქარი გაძლიერდება, მათ შორის თბილისშიც. ქარის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება.

მისივე განმარტებით, საქართველოში ნალექი ხვალაც შენარჩუნდება, მთაში კი თოვაა მოსალოდნელი, ზოგან თოვლჭყაპი. ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ცივი ჰაერის მასების გავრცელების გამო დასავლეთ საქართველოშიც და აღმოსავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 5-10 გრადუსის ფარგლებში იქნება. ასევე, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე იქროლებს ქარი, რომლის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება, მაღალ მთაში კი მოსალოდნელია ქარბუქი. 

30-31 მარტს კი ამინდი შედარებით გაუმჯობესდება. ნალექი ქვეყნის ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება, მთაში კი კვლავ ითოვებს. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა საქართველოში 9-14-ის გრადუსის ფარგლებში იქნება.

1-2 აპრილს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ნალექი შეწყდება და დათბება. ტემპერატურა მოიმატებს და დღისით 16-21 გრადუსის ფარგლებში იქნება.

სინოპტიკოსები 3 აპრილიდან კვლავ ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.
Print