საზოგადოება
ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად კობა კობალაძე დაინიშნა
საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, გენერალი კობა კობალაძე დაინიშნა.

გიორგი კვირიკაშვილმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელთან. საუბარი შეეხო ვეტერანთა საკითხებს, არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი თანამდებობიდან ორი დღის წინ გადადგა.
Print