საზოგადოება
Freedom House: საქართველოში დემოკრატიის დონე გაუმჯობესდა
Freedom House საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტი სახელწოდებით „ქვეყნები გარდამავალ პერიოდში 2016“ ქვეყანაში დემოკრატიის დონის გაუმჯობესების ერთ-ერთ ფაქტორად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დონის გაზრდას ასახელებს. ანგარიშში ხაზგასმულია,რომ სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით, შარშანდელთან შედარებით მაჩვენებელი 5.00 პუნქტიდან 4.75 პუნქტამდე გაუმჯობესდა.

საქართველოში არსებულ მმართველობას ანგარიშის ავტორები აფასებენ როგორც „გარდამავალ ხელისუფლებას ან ჰიბრიდულ რეჟიმს“. შარშანდელთან შედარებით არ შეცვლილა, არ გაუმჯობესებულა და არ გაუარესებულა მდგომარეობა შემდეგ სფეროებში - ეროვნულ დემოკრატიული მმართველობა (5,50 პუნქტი), საარჩევნო პროცესი (4,50 პუნქტი), სამოქალაქო საზოგადოება (3,75 პუნქტი), დამოუკიდებელი მედია (4.00 პუნქტი), ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა (5,25 პუქნტი), კორუფცია (4,50 პუქნტი).
Print