საზოგადოება
საქართველოს მოქალაქეები ერთი თვის ვადაში პირადობის მოწმობას უფასოდ მიიღებენ
საქართველოს მოქალაქეები პირადობის მოწმობის აღებას, 26 მაისიდან 26 ივნისამდე უფასოდ შეძლებენ. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი განმარტებით, ეს პოტენციური ამომრჩევლების მონაცემების კიდევ უფრო მეტად დაზუსტებას შეუწყობს ხელს.

იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკო-ს პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა. სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის 1 მაისის მდგომარეობით გადაცემულ სიაში 3,53 მილიონი პოტენციური ამომრჩეველია.
Print