საზოგადოება
სახალხო დამცველი-ხუთ წლამდე ბავშვების სიკვდილიანობა პრობლემად რჩება
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ხუთ წლამდე ბავშვების სიკვდილიანობის შესახებ უფლებათა დაცვის ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მან  ცალკეულ შემთხვევებზე სტატისტიკა წარმოადგინა. მისი თქმით, სერიოზული პრობლემაა კომუნიკაცია უწყებებს შორის, ასევე ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები. მათ მიმართ არ ტარდება კონკრეტული ღონისძიებები, პროგრამები, რომ მოხდეს ამ კატეგორიის ინტეგრაცია საზოგადოებაში. ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზეც არის ანგარიშში რეკომენდაციები. სახალხო დამცველმა საკმაოდ ბევრი საკითხი აღნიშნა, რაზეც აუცილებელია ყურადღების გამახვილება.

უჩა ნანუაშვილმა მედიაში გაშუქებისას ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებიც გაიხსენა.

“გასულ წელს იყო რამდენიმე სამწუხარო შემთხვევა, ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება, როცა ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტების დარღვევით ხდება ბავშვების საკითხების გაშუქება. ზოგ შემთხვევაში ასეთ ფაქტებს სავალალო შედეგები მოჰყვება, ამიტომ დაუშვებელია სტანდარტების ასეთი დარღვევით ნებისმიერი თემის გაშუქება, მითუმეტეს, როცა ეს ეხება ბავშვებს“.
Print