საზოგადოება
ჩინეთის მთავრობა ჯანდაცვის კუთხით საქართველოს დაეხმარება
ჩინეთის მთავრობა საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის 60 მილიონი იუანის (დაახლოებით, 9.1 მილიონი აშშ დოლარი) დახმარებას გამოყოფს. შესაბამის შეთანხმებას ,,საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ” დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო სავაჭრო წარმომადგენელმა, კომერციის მინისტრის მოადგილემ ჭუნგ შანმა მოაწერეს ხელი.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ორ რეგიონში სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სადაც თავმოყრილი იქნება ამბულატორიული და სტაციონარული სერვისები, კრიზისული ინტერვენციის ცენტრი და ფსიქორეაბილიტაციის განყოფილება, როგორვ ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის.
Print