საზოგადოება
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმი უქმდება
10 ივნისიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა დაავადებულ ნებისმიერ პირს შეეძლება, მიუხედავად მისი კლინიკური მდგომარეობისა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და საზოგადოებას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებული სხვა სიახლეებიც გააცნო. მისივე თქმით, განაცხადის შეტანიდან მკურნალობის დაწყების ვადები ორი თვიდან, ორ კვირამდე მცირდება. ასევე, წელიწადში 20 000 პაციენტის საკმარი მედიკამენტების ნაცვლად, 30 000-ზე მეტს ექნება სამკურნალო პრეპარატებზე წვდომა.

"სიახლეა ისიც, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში, სადაც სამწუხაროდ საშუალო ციფრზე სამჯერ მაღალია ჰეპატიტის მაჩვენებელი, დავიწყებთ ახალი მძლავრი სერვის-ცენტრის მშენებლობას და სულ მალე პაციენტებს გაზრდილი რესურსებით ექნებათ ეფექტური და სწრაფი მკურნალობის მიღების საშუალება. ასევე, გაიზარდა გადამზადებული ოჯახის ექიმების რაოდენობა და აღარ არის საჭირო, რომ მხოლოდ ინფექციური დაავადებების სპეციალისტებმა განახორციელონ მკურნალობა“, - აღნიშნა მინისტრმა.
Print