საზოგადოება
13 ივნისის ტრაგედიიდან წლისთავზე სამებაში პანაშვიდი ჩატარდება
13 ივნისის სტიქიიდან ერთი წლის თავზე პანაშვიდი აღევლინება. საკვირაო ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა,რომ  ხვალ სტიქიური უბედურების დროს გარდაცვლილთა სულის მოსახენიებლად, სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდს გადაიხდიან.

„ხვალ არის ერთი წლისთავი. რამდენიმე კაცი დაიღუპა და ჩვენ გვექნება პანაშვიდი“, - აღნიშნა უწმინდესმა.

2015 წლის 13 ივნისს, თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,მათ შორის იყო ზუგდიდელი მარიამ ქუთელია.

Print