საზოგადოება
პენსიები დღეიდან გაიზრდება
პენსიების ზრდის პროცესი დღეიდან დაიწყო და მოიცავს რამდენიმე
მიმართულებას,- ამის შესახებ ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს.

მისი თქმით, 1 ივლისიდან პენსია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაეზრდებათ, მკვეთრად გამოხატულ კატეგორიას, მათ შორის - ბავშვებს. მათი პენსია, ისევე როგორც ასაკით პენსიონერების, გახდება 180 ლარი. სულ ცვლილებები შეეხება 35000- მდე ადამიანს.

მინისტრის ინფორმაციით, ასევე, 1 ივლისიდან შედის ძალაში საპენსიო ცვლილებები ასაკით პენსიონერებისთვის - პენსია გაიზრდება 20 ლარით, ანუ გახდება 180 ლარი.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, 1 სექტემბირდან მთის კანონთან დაკავშირებით კანონში შევა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, მთაში მცხოვრებ ასაკით პენსიონერებს დამატებით პენსია კიდევ 20 პროცენტით გაეზრდებათ და ჯამში  216 ლარი იქნება.
Print