საზოგადოება
მართვის მოწმობის გამოცდები პრაქტიკულ ნაწილში რთულდება
2017 წელს მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკულ ნაწილში ცვლილებები განხორციელდება და არსებულ გამოცდას რამდენიმე კომპონენტი დაემატება. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ხუციშვილის თქმით, ქვეყანას ევროკავშირის წინაშე აღებული აქვს ვალდებულება, რომლის თანახმადაც, მართვის მოწმობის აღების გამოცდის დახვეწა უნდა მოხდეს.

"ვფიქრობთ, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი, რაც დღეს გვაქვს დარჩება და დაემატება  გამოცდა რეალურ პირობებში, ქალაქში”, - განმარტა მან.



Print