საზოგადოება
NDI-ის გამოკითხვით მდგომარეობა 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ არ შეცვლილა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ის და მისი ოჯახი იგივე მდგომარეობაშია.

კითხვაზე - „ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის ოქტომბერის შემდეგ თქვენ და თქვენი ოჯახი შედარებით ხართ“ - უკეთესად - აცხადებს გამოკითხულთა 17%, 51% - იგივე მდგომარეობაშია, 32% - უარესადაა და 1% კი პასუხობს, რომ არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
Print