საზოგადოება
პრემიერს დაშავებული ბავშვები ვერტმფრენით ბათუმში მიჰყავს
ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე, დოღის დროს ორი მოზარდი დაშავდა. ერთი ცხენიდან გადმოვარდა, მეორეს კი- ცხენი დაეჯახა.

ისინი პრემიერს ვერტმფრენით ბათუმში მშობლებთან ერთად მიჰყავს.

„ამ ბავშვებს მივხედავთ, ბათუმში ჩავიყვანთ", - აღნიშნა პრემიერმა. ბეშუმში დოღის დროს მომხდარ ინცინდენტზე გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ საქმე 124-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.


Print