საზოგადოება
უშბაზე გარდაცვლილ ტურისტებს თბილისში გადმოასვენებენ
უშბაზე ნაპოვნი გარდაცვლილი ოთხი ტურისტის ცხედრის თბილისში გადმოსვენების პროცედურები მიმდინარეობს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ცხედრები მაშველებმა უშბაზე გამთენიისას იპოვეს.

უწყებაში შეტყობინება მათი დაკარგვის თაობაზე 5 აგვისტოს შევიდა და სამძებრო სამუშაოებიც იმ დროიდან დაიწყო.

ნაპოვნი ტურისტების ვინაობა და ეროვნება ამ დროისთვის უცნობია. მათი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.
Print