საზოგადოება
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ომში დაღუპულებს იხსენებენ
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ. გმირებისთვის პატივის მისაგებად პოლიტიკოსებთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც მიდიან. მოგვიანებით, ადგილზე გაიმართება ყაყაჩოების აქცია. გარდა ამისა 2008 წლის ომის წლისთავთან დაკავშირებით თბილისის გალერეაში მოეწყობა რუსული აგრესიის დროს დაღუპული გმირების შვილების ნახატების გამოფენაც.

რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 8 წელი გავიდა. რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 14 პოლიციელი. სახლები დატოვა 150 ათასამდე ადამიანმა, მათგან თითქმის 30 ათასი, დღემდე დევნილობაში რჩება.

8 წლის წინ ცხინვალის რეგიონში ვითარება განსაკუთრებით აგვისტოს დასაწყისში დაიძაბა. 7 აგვისტოს კი გამწვავდა, რასაც რამდენიმე დღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა.


Print