საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა აგვისტოს ომის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.

"მე ქედს ვიხრი ყველა იმ გმირი ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე, რომელიც შეეწირა სამშობლოსთვის უსასტიკეს, არათანაბარ ბრძოლას. ამ ომის შემდეგ, რუსეთის ოკუპაციის შედეგად, საქართველოში ჩვენივე მოქალაქეები გახდნენ დევნილები. ამ ომის შედეგად ჩვენ კიდევ უფრო დავშორდით აფხაზებს და ოსებს".

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის მშვიდობიან გამთლიანებას ალტერნატივა არ გააჩნია და ამ მიმართულებით საქართველომ უნდა გააგრძელოს თანმიმდევრული პოლიტიკა.

"მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში აღარასდროს აღარ განმეორდეს სისხლისღვრა. კიდევ ერთხელ, ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის ხსოვნის წინაშე, როგორც ჯარისკაცების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის, რომლებიც ამ უთანასწორო ბრძოლაში შეეწირნენ რუსეთის ოკუპაციას“, - დასძინა მთავრობის მეთაურმა.
Print