საზოგადოება
რომის პაპი საქართველოში ჩამოდის
რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს 4 დღით ეწვევა. ვატიკანის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პაპი საქართველოში 30 სექტემბერს, ნაშუადღევს ჩამობრძანდება. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, საზოგადოებისა და დიპომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ასევე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარესთან ილია მეორესთან. ამასთან, წირვას აღავლენს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, რის შემდეგადაც იქადაგებს.

რომის პაპი დაათვაიერებს სხვადასხვა კათოლიკურ ტაძარს, სადაც აღავლენს ლოცვას. იგი პატრიარქთან ერთად სვეტიცხოვლის ტაძარსაც ესტუმრება.

„ლოზუნგი იქნება ”მშვიდობა თქვენთან”, მე ვფიქრობ, რომ მისი ყურადღება იქნება მშვიდობაზე და ურთიერთობაზე“, - განაცხადა კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ.

პაპი საქართველოს 2 ოქტომბერს დატოვებს.
Print