საზოგადოება
ზუგდიდში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია ,,ავთანდილიდან ალუდამდე’’ ჩატარდა. კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტმა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას პერსონაჟებს შორის პარალელი გაავლო. მან ალუდა ქეთელაურს ავთანდილის პერსონაჟის ლიტერატურული გაგრძელება უწოდა.

შეხვედრაზე იმყოფებოდა "რესპუბლიკური პარტიის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თოდუა, რომელმაც საჯარო ლექციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიებას საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.

Print