საზოგადოება
რომის პაპი დღეს საქართველოს ეწვევა

კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლს რამდენიმე საათში თბილისის აეროპორტში პრეზიდენტი და პირველი ლედი დახვდებიან.


ავლაბრის რეზიდენციაში კი მარგველაშვილი და ფრანცისკე I 300-მდე მოწვეულ სტუმარს სიტყვით მიმართავენ. იგი ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, კათოლიკური ეკლესიისა და ასურულ-ქალდეური საზოგადოების წარმომადგენლებს.

ხვალ კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს. რომის პაპი საქართველოდან 2 ოქტომბერს გაემგზავრება.

 

Print