საზოგადოება
სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრების რეგისტრაცია სავალდებულო გახდა
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონის რეგისტრაცია ინფექციების პრევენციისა და სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით დღეიდან სავალდებულოა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ გამართა. კვარაცხელიას განცხადებით, აღნიშნული ცენტრები პირველი ოქტომბრიდან ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ. ამისათვის მათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართონ. მინისტრის მოადგილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების მიერ რეგისტრაციის გავლა, ისინი დაჯარიმდებიან.

ჯარიმები იწყება 50 ლარიდან და არის 1000 ლარამდე. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენჯერ მოხდება დარღვევა“, - აღნიშნა მან.

ვალერი კვარაცხელიას ინფორმაციით, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების მფლობელებისთვის რეგისტრაცია უფასოა.




Print